თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საკრებულოს წევრების ირაკლი ხელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, აკაკი ალადაშვილის და ზაზა თავაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომლითაც საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნა ირაკლი ხელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, აკაკი ალადაშვილის დ ზაზა თავაძის უფლებამოსილება.