თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ, ამავე რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ დაათვალიერეს.
სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემდგომი ეტაპი - სასახლის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დარეჯანის სასახლის აივნების რეაბილიტაცია, სახურავის შეცვლა და დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 405 000 ლარია.
საკრებულოში პალერმოს მერის მოადგილეს, მაურიციო კარტას, უმასპინძლეს
ივნისი 05,2024ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ივნისი 01,2024გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024