თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ წარმოადგინა სპექტაკლი - ნოდარ დუმბაძის „Hellados". სპექტაკლს გლდანის რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
როგორც გლდანი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
„წარმოდგენა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო, რაც განსაკუთრებული გახადა შშმ და პროფესიონალი მსახიობების ერთობლივმა მიზანმა, რომელიც ანგრევს ბარიერებს და შლის სტერეოტიპებს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
კონსტანტინე ზარნაძის თქმით, მსგავსი სახის სოციალურ აქციებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის კვლავ გაგრძელდება.
საკრებულოში პალერმოს მერის მოადგილეს, მაურიციო კარტას, უმასპინძლეს
ივნისი 05,2024ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ივნისი 01,2024გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024