თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სსრკ-ის სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს.
სახლი , რომელშიც გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი 1950-2008 წლებში ცხოვრობდა ლეონიძის ქუჩის N 12 მდებარეობს.
მემორიალური დაფის გახსნას მსახიობის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.