წყნეთი ქუჩაზე ორი ახალი სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები იწყება. სამუშაოების დაწყებას ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო. გიორგი ტყემალაძე და დავით კვინიკაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განახლებული სივრცეები წყნეთის ქუჩის N1-სა და წყნეთის ქუჩის N14-ში განთავსდება. სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია დღეს ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ივნისი 01,2024გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024