თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად წყნეთის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი დაათვალიერა.
„კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი კომბინირებული სივრცე შეემატა ჩვენს ქალაქს, წყნეთის ქუჩა N1-ში სამუშაოები დასრულდა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
განახლებული სკვერი და სპორტული მოედანი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა; მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები; სპორტული მოედნის კედელი მოიხატა; სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
სკვერისა და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აგვისტო 22,2024გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აგვისტო 14,2024