თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი დავით უთმელიძე და ამავე რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ალექსანდრე ყაზბეგის N 1-3 ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კორპუსებს შორის მდებარე, გამგეობის მიერ ახლადრეაბილიტირებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება.
ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა, გაიზარდა და ამავე რაიონში მდებარე საზოგადოებისთვის ცნობილი „ბექას“ ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.
გამომდინარე იქედან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას გაითვალისწინებს და ქუჩას ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023