თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა. დეპუტატებმა უსახელო ქუჩებისა და სკვერების სახელდების საკითხები განიხილეს და საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩის შესახვევისთვის მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის სახელების მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ნაძალადების რაიონში ურეკისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე უსახელო სკვერს მწერლის - ოთარ ჭილაძის სახელი დაერქმევა, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული სკვერს კი ჭინჭრაქას სახელი მიენიჭება.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქში რომელიმე უსახელო ქუჩისთვის ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივა განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოს სხდომაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რევაზ სირაძის სახელი კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩასა და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭება.
კომისიის წევრებთან ერთად სხდომას ასევე ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული ქუჩების სახელდების ინიციატივით მიმართეს კომისიას.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023