დედაქლაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა, დედაქლაქის მერი დავით ნარმანია, ლევილის ვიცე მერი დანიელ ესპრენი, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის საკითხის დაყენებისთანავე, თბილისში ლევილის სახელობის ქუჩის არსებობის თაობაზე წარმოიშვა იდეა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
''აღნიშნული ტერიტორია შემთხვევით არ შერჩეულა, ეს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გაგრძელებაა“ - განაცხადა ლია ჯახველაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დედაქალაქის საკრებულოსა და თბილისის მერიას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ლევილის მამულის სიმბოლურ დატვირთვას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს, როგორც საქართველოს სახელწმიფოებრიობის, ასევე ქართული დიასპორის სიმბოლოს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით კი, ლევილის სახელობის სანაპიროზე სიმბოლური მონუმენტი აღიმართება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024