თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
პირველ საკითხად კომისიის წევრებმა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ინიციატივა განიხილეს, რომელიც თბილისში რომელიმე უსახელო სკვერისთვის მწერალ გოდერძი ჩოხელის სახელის მინიჭებას ეხებოდა. დეპუტატის განცხადებით, მას აღნიშნული თხოვნით გოდერძი ჩოხელის ოჯახმა მიმართა.
კომისიამ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში მდებარე ქუჩისთვის ფსიქოლოგის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის შოთა ნადირაშვილის, ასევე მთაწმინდის რაიონში ერეკლე ტატიშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის პედიატრის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი ციციშვილის სახელის მინიჭების საკითხებს.
კომისიის გადაწყვეტილებით ასევე მოხდება კოტე აფხაზის ქუჩაზე არსებული უსახელო სკვერის სახელდება, ხოლო კრწანისის რაიონში არსებულ უსახელო სკვერს ქართველი პოეტის ლადო ასათიანის სახელი მიენიჭება.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა მახათას მთაზე არსებული ახალი პანთეონის სახელდების საკითხი განიხილეს. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ რამდენიმე სამუშაო ვერსიაზე, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან იქნება განხილული, რის შემდეგაც პანთეონის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის სათათბიროს წევრები, ასევე თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და მისი მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024