თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტში სამისამართე აბრების დამზადებასა და მონტაჟისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, რაც, დაახლოებით, 7000 აბრის გაკვრას მოხმარდება.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით არსებული პრობლემიდან გამომდინარე, შესაძლებელია აბრების რაოდენობის ზრდაც.
,,ვფიქრობთ, რომ 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით, აბრების განთავსებისთვის გამოყოფილი თანხები დამისამართების პრობლემის მოგვარებას მაქსიმალურად მოხმარდება’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023