სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ფონიჭალაში მისამართის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟის პროცესის მონიტორინგი განახორციელა.
„დღეს, სოფელ ფონიჭალაში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი დაიწყო. უახლოეს დღეებში სრულად მოხდება 21 ქუჩის დამისამართება და სამუშაოები ნაძალადევის რაიონში გაგრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობის დამისამართება წარმოადგენს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ყოველწლიურად დაახლოებით 13 ათას მისამართზე ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები მონტაჟდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 500 ათასი ლარი იხარჯება“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023