თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ფორმატში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული მხარეებიც მონაწილეობდნენ. კომისიამ თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის სახელების მინიჭებაზე იმსჯელა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი მიენიჭება.
კრწანისის რაიონში, ცოლიკაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს კი, სახელმწიფო მოღვაწის, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელი დაერქმევა.
სახელი შეეცვლება თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე რამდენიმე ქუჩას. მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელი მინიჭება გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს, მასთან არსებულ ოთხ შესახვევს, სამ ჩიხის და ერთ გასასვლელს. ნავთლუღის II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამ შესახვევს კი ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის დაერქმევა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში, კრწანისის რაიონში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერს პოეტის სახელი მინიჭება.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, მელაანის ქუჩის V შესახვევს და მასთან არსებულ ერთ ჩიხს გენერალ-მაიორი რომან გვენცაძის სახელი მინიჭება.
დღესვე, კომისიის წევრებმა ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
დღეს განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023