თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ფორმატში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა.
განხილვაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობა წარმოდგენილი საკითხებით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებას განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საჯარო განხილვის პროცედურები განმარტა.
კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული 14 საკითხი განიხილა და თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის სახელების მინიჭებაზე იმსჯელა.
მათ შორის, კომისიის წევრებმა საკითხს თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერეს შესახვევისთვის სატივეს სახელის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი ვაკის რაიონში ე.წ. „მაღლივის ხიდისთვის“ ივანე ჯავახიშვილის და ამავე რაიონში იაკობ გოგებაშვილის I და II ჩიხისთვის ნათია ბაშალეიშვილის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, სახელები მიენიჭება სამგორის რაიონში მდებარე რამდენიმე ობიექტს.
კერძოდ, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს თენგიზ ჩანტლაძის II შესახვევი დაერქმევა, ვიქტორ კუპრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს ქართულ-ეზიდური მეგობრობის სახელი მიენიჭება, ხოლო იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევს და გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს, მასთან არსებულ სამ შესახვევს, ორ ჩიხსა და ერთ გასასვლელს პირველ შემთხვევაში იგოთის I შესახვევის, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელი დაერქმევა.
იების სახელი მიენიჭება გიორგი გურჯიევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან არსებულ ორი შესახვევს, ხოლო ნაძალადევის რაიონში მდებარე გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელი დაერქმევა.
სხდომაზე დეპუტატებმა კრწანისის რაიონში მდებარე ორ უსახელო ქუჩაზეც იმსჯელეს.
მათივე გადაწყვეტილებით, გზისკარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევსა და ჩიხს ნოქალაქევის სახელი, ხოლო დიმიტრი გულიას ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხს კი დიმიტრი გულიას I ჩიხის სახელის მიენიჭება.
დღეს განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023