თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. საკითხები სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარადგინა.
„მნიშვნელოვანია მოქალაქეების დასწრება კომისიის სხდომაზე, რადგან თვითმმართველობა თავისთავად გულისხმობს ხალხის მმართველობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეების აზრი, ვინც უნდა იცხოვროს კონკრეტულ ქუჩებზე. ძალიან აქტიურად მიმდინარეობას საჯარო განხილვა და შემდეგ უკვე დამისამართების პროცესი,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კომისია ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა და დღეს მოქალაქეების მონაწილეობით საჯარო განხილვა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის სახელების მინიჭებაზე იმსჯელეს.
ვაკის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელი მიენიჭება. წმინდა ასურელი მამა იოსებ ალავერდელის სახელი დაერქმევა სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ უსახელო ქუჩას. ისნის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას კი სასულიერო მწერლის იოანე ზოსიმეს სახელი ეწოდება.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქუჩას 2008 წლის ომის დროს დაკარგული და ოკუპირებული ქართული სოფლების სახელები მიენიჭება. კერძოდ, ნაძალადევის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებში უსახელო ქუჩებს სოფლების ჯვარისუბნის, მარტიანის და დადიანეთის სახელები მიენიჭება.
სამგორის რაიონში მდებარე სოფელ ნასაგურში ექვს უსახელო ქუჩას ქართული ვაზის ჯიშების სახელები დაერქმევა.
კომისიის წევრებმა განსახილველ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ამ ქუჩების სახელდებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023