თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებს განსახილველი საკითხები სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარუდგინა.
სხდომაზე დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრებმა სამგორის რაიონში არსებული უსახელო ქუჩებისთვის საზოგადო მოღვაწეების ახმეთ მელაშვილის და ვახტანგ მალაყმაძის სახელების მინიჭების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე რაგბის სათამაშო მოედანს სპორტსმენის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ სულაქველიძის სახელი მიენიჭება. სპორტსმენის, ცნობილი ფალავანის კოსტა მაისურაძის სახელი ეწოდება ვაკის რაიონში მდებარე შუა მინდვრის ქუჩის მესამე შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას.
დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირების საკითხებიც განიხილეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023