თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. სხდომას სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზე გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზისთვის ფოლკლორისტისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მთაწმინდის რაიონში მდებარე ბათუ კრავეიშვილის ქუჩას ისტორიული სახელი დაუბრუნდება და ნიაღვრის ქუჩა ეწოდება. ამასთან, ბათუ კრავეიშვილის სახელი დიდუბის რაიონში, ევგენი მიქელაძისა და სანდრო ახმეტელის ქუჩებთან მდებარე უსახელი ქუჩას დაერქმევა. დიდუბის რაიონშივე, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებულ სკვერს კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელი ეწოდება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, დღევანდელ სხდომაზე ვარკეთილის მეურნეობაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის თურქეთში მოღვაწე ქართველი საზოგადო მოღვაწეების ახმედ მელაშვილის და ვახტანგ მალაყმაძის სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
ისნის რაიონში მდებარე რაგბის სათამაშო მოედანს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, სპორტსმენის ემზარ სულაქველიძის სახელი მიენიჭება. სპორტსმენის, ცნობილი ფალავანის კოსტა მაისურაძის სახელი კი, ვაკის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ეწოდება. ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში არსებული უსახელო ქუჩა, სამხედრო ექიმის და გენერლის დავით მგელაძის სახელობის გახდება.
კომისიის წევრებმა და დაინტერესებულმა პირებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023