დღეს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობით, წარმოდგენილი საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საჯარო განხილვებში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, მათი ჩართულობით ამ საკითხების განხილვა და მოსაზრებების გაცვლა სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
კომისიის თავმჯდომარემ ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების მე-8 ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის ცნობილი არქიტექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის პროექტის ავტორის და საზოგადო მოღვაწის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საკითხი წარმოადგინა. განხილვაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი და სვიმონ კლდიაშვილის შთამომავლები.
დღევანდელ საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იყო თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე ქუჩების და სკვერებისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელების მინიჭების საკითხები. საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში, ციხისძირის პირველი შესახვევს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის სახელი ეწოდება. ასევე ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებულ უსახელი სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელი დაერქმევა.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ განიხილა თბილისში მხატვარ ნათელა იანქოშვილის, საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის, ენათმეცნიერის, აკადემიკოსის ალექსანდრე ღლონტის, ფსიქიატრის, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის, პოეტისა და მთარგმნელის სახელების შესახებ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023