თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და ჩიხისთვის სახელების მინიჭების საკითხი განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ამ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხის განხილვას ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას შესაბამისის განცხადებით მიმართეს.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ თბილისის სამგორის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის და ჩუღურეთის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელების მინიჭების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
რამდენიმე ქუჩას ისტორიულ-გეორგაფიული სახელები დაერქმევა. მათ შორის ნიკოლოზ ტიხონოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ნატუსების სახელი მიენიჭება, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებული ჩიხს ტყის სახელი დაერქმევა, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს ქვიშიანის სახელი ეწოდება, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი ზამთრიანის სახელი მიენიჭება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024