თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომისიის წევრებმა თბილისის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე და დედაქალაქის პრიორიტეტებზეა ორიენტირებული.
დღევანდელ სხდომაზე გარდა ბიუჯეტისა, კომისიის წევრებმა განიხილეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 11 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკრებულო დაიწყებს თბილისში ისეთი საზოგადო მოღვაწეების სახელების მინიჭებას როგორებიც არიან, მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე, პოეტი ვანლერ დაისელი, საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილი და სხვა.
ასევე, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისა და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭებას.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023