თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დედაქალაქის ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, ჩიხს და გასასვლელს საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი მიენიჭება. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქმევა ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რამდენიმე მებრძოლის, ჟურნალისტის, ფოტო და ტელერეპორტიორების სახელები თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე ქუჩებსა და სკვერებს მიენიჭება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის იუნკერის, საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელის მინიჭების საკითხს, ასევე სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პირველი მფრინავი ქართველი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელის მინიჭების საკითხს.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭება, ხოლო ნაძალადევის რაიონში, შალვა კოხრეიძის ქუჩას სპორტსმენის ვლადიმერ რუბაშვილის სახელი დაერქმევა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე, რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023