თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა.
დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების, ჩიხების და შესახვევების სახელდების, ასევე ქუჩების გაგრძელების საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა მთაწმინდის რაიონში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბაღთან არსებული უსახელო ხეივნისთვის მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. ასევე მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანს სამადლოს სახელი ეწოდება. დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, ალექსანდრე ცომაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელის მინიჭების საკითხი.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა რამდენიმე ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწეების, კომპოზიტორების და ფილოსოფოსების სახელდებას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023