თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისში ჩუღურეთის, სამგორის, ვაკის, გლდანის, ასევე დიდუბის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩების, გასასვლელებისთვის, ჩიხებისა და სკვერებისთვის ახალი სახელების მინიჭების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.|
მათ შორის, დეპუტატებმა საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ისტორიკოსის, აკადემიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის, ამავე რაიონში საირმის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერსა და ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევისთვის ოთარ რამიშვილის, ხოლო ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ცხრა შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე კომისიის წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023