თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდა მოწამე მეფე აშოტ კურაპალატის, ასევე ისნის რაიონში ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ემზარ სულაქველიძის და ვალერი უტიაშვილის სახელების დარქმევას.
დადებითად შეფასდა საკითხები ისნის რაიონში უსახელო სკვერისთვის და ამავე რაიონში მდებარე უსახელო სკვერისა და სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების- ვალერი უტიაშვილის და ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია მიეცა საბურთალოს რაიონში დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული ჩიხებისა და გასასველებისთვის ინჟინრის ნიკოლოზ სვანიშვილისა და კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სახელის დარქმევას.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მოძრავი ავტობუსების რიგი უსახელო გაჩერებების სახელდების შესახებაც იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილს ყველა საკითხს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023