თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა ღია სივრცეში გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, კომისიის წევრებთან და სამგორის რაიონის მაჟორიტართან რევაზ სოხაძესთან ერთად, ქვემო სამგორში, ნავთლუღის მეორე დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. საჯარო განხილვაში სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გამგეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, კომისიის გადაწყვეტილებით, ქვემო სამგორში, ნავთლუღის მეორე დასახლების რამდენიმე უსახელო ქუჩას 9 აპრილის დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა.
„შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და გავაცანით ინფორმაცია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნავთლუღის მეორე დასახლების რამდენიმე უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა და ამ ქუჩების დამისამართება მოხდება,“-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც ნავთლუღის მეორე დასახლებაში უსახელო ქუჩების დამისამართებას ეხება, ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარდება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების რამდენიმე უსახელო მონაკვეთს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულების: ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის, ვენერა მეტრეველის და აზა ადამიას სახელები მიენიჭა.
გარდა აღნიშნული მისამართებისა, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მარინა ჭყონიას და ნანა სამარგულიანის სახელები ეწოდათ.
9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულების ზაირა კიკვიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის და მამუკა ნოზაძის სახელები მიენიჭა ნაძალადევის რაიონში რამდენიმე უსახელო ქუჩას. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე კონსტიტუციის ქუჩას კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023