თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შორის თბილისში, ერთ-ერთი გეოგრეფიული ობიექტისთვის ბულგარეთის დედაქალაქის - სოფიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
,,საქართველოსა და ბულგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები ყოველდღიურად მყარდება და ძლიერდება. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმსჯელობთ თბილისში ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის სოფიას სახელის მინიჭების საკითხზე. გვჯერა რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფროო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნებისა და დედაქალაქების თანამშრომლობას,“-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023