სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები მომღერალ ნუგზარ კვაშალსა და ზურაბ მანაგაძეს შეხვდნენ. მხარეებმა თბილისში მდებარე ზურაბ დოიჯაშვილისა და რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩების გახსნის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დამსახურებული ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების სახელების უკვდავსაყოფად, თბილისში რიგი გეოგრაფიული ობიექტებისთვის მათი სახელების მინიჭებაზეც ისაუბრეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, კომისია მსგავსი ტიპის დისკუსიებისთვის და ისეთი საკითხების განხილვისთვის, რომლებიც დამსახურებული ქართველი ხელოვანების ღვაწლის დაფასებას შეეხება, მზად არის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საკრებულოში ბატონ ნუგზარ კვაშალს და ზურაბ მანაგაძეს შევხვდით. საინტერესო საუბარი გვქონდა იმ პირთა ღვაწლის უკვდავყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის კულტურული განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უახლოეს პერიოდში არაერთ ახალ ინიციატივას დავაყენებთ, რომლებიც ჩვენი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა სახელების უკვდავყოფას შეეხება“ - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023