თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში ქუჩების პროექტირების და სახელდების პროცესზე მუშაობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში კომისიის წარმომადგენლებმა კრწანისის რაიონის გამგებელთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, შეისწავლეს არსებული გზების განლაგება და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.
კომისიის წარმომადგენლები პროექტზე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობენ. თბილისის საკრებულოში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის მერიის და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, რათა დამისამართება დროულად მოხერხდეს.
„ზემო ფონიჭალა საკმაოდ დიდი დასახლებაა. სამწუხაროდ, მისამართის პრობლემები ამ დრომდე მწვავედ დგას, გზები კერძო საკუთრებაშია მოქცეული, რაც დამისამართების და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ართულებს. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. დარწმუნებულები ვართ, დამატებითი სირთულეების გარეშე უმოკლეს პერიოდში მოვახდენთ გზათა ქსელების მომზადებას და შემდგომ სახელდებას. ამ პროექტის განხორციელებით რამდენიმე ათასი ადამიანის ყოფითი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023