თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებთან ერთად სხდომას ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დეპუტატებს „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელდების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა, რომლებიც 22 მაისს, საკრებულოში გამართული საჯარო განხილვის დროს გაჟღერდა. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანი; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი; საქართველოს რესპუბლიკის მოედანი; რესპუბლიკის მოედანი და დამოუკიდებლობის მოედანი.
„საჯარო განხილვაზე სხვადასხვა ვერსიები მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ვერსიები და მოსაზრებები გაჟღერდა სახელის ფორმულირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა, რომ ერთ-ერთ ვარიანტზე შევჯერდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შინაარსობრივად შეიცვლება სახელწოდება, საუბარია ფორმულირებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორად უნდა შევარჩიოთ სახელწოდება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. მან დეპუტატებს მოუწოდა საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები.
განხილვისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, ამიტომ კონტექსტიდან გამომდინარე, მართებულია თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანს სწორედ პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.
კომისიის სხდომაზე ირაკლი ზარქუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება არავის ებრძვის და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას. კომისიის წევრებმა და დამსწრე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პირველი რესპუბლიკის მოედნის ვარიანტს. სწორედ ეს სახელწოდება წარედგინება საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ასევე თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი მოღვაწეების სახელების მინიჭების საკითხს. მათი სახელები მიენიჭება იმ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებები საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024