თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საჯარო განხილვა გაიმართა, რომელშიც კომისიის წევრების გარდა დაინტერესებული მხარეები, ცნობილი მეცნიერები მონაწილეობდნენ.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებას განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საჯარო განხილვის პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი საკითხები 20 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო საჯარო განხილვის რეჟიმში, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი, საკითხები საკრებულოს პირველივე სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
კომისიამ სულ სახელდების 25 საკითხი განიხილა.
ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო სკვერს, 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭება. საკითხი საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარადგინა. ასევე, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას და შესახვევებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უშანგი(შმაგი) სოფრომაძის სახელი ეწოდება.
მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭება, რომელმაც თბილისში მდებარე არაერთი ისტორიული შენობა დააპროექტა. ასევე, თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებულ უსახელო ქუჩებს ეწოდებათ ცნობილი ისტორიკოსების, აკადემიკოსების გიორგი მელიქიშვილის და მარიკა ლორთქიფანიძის, ფილოლოგების ელენე მეტრეველის და ილია აბულაძის, ბიოლოგ ლეო გაბუნიას, ფილოსოფოს ბაჩანა ბრეგვაძის სახელები.
კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ქართლის მეფის, დაჩი უჯარმელის სახელი ეწოდება.
საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს საბურთალოში, ერთ-ერთი უსახელო სკვერისა და შესახვევისთვის მუსიკოს ოთარ რამიშვილის სახელის და ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის სახელის მინიჭების საკითხებს. ასევე ფოლკლორისტის, წმინდანად შერაცხული ლოტბარის ფილიმონ ქორიძის სახელი ეწოდება ერთ-ერთ უსახელო ქუჩას. დიდუბის რაიონში არსებულ უსახელო სკვერს კი ბუენოს-აირესის სახელი მიენიჭება.
საჯარო განხილვებში ცნობილი მეცნიერები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური, ასევე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი მონაწილეობდნენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023