თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მახათას მთის მიმდებარედ არსებული პანთეონის სახელდების საკითხი განიხილეს, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე სამუშაო ვერსია წარმოადგინეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კომისიის წევრებს საკითხის, მისი შემდგომი შესწავლის მიზნით, გადადება შესთავაზა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე კი პანთეონის სახელდების თაობაზე საზოგადოების აზრის შესწავლისა და ამასთან, სამეცნიერო წრეების დამოკიდებულების გათვალისწინების ინიციატივით გამოვიდა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დეპუტატები შესაბამის უწყებებთან ერთად პანთეონის სახელდების საკითხს დამატებით ერთი კვირის მანძილზე შეისწავლიან და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ორი კომისიის - სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღებენ.
სხდომას, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი ესწრებოდა.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
მაისი 23,2024გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024ქეთევან დედოფლის გამზირზე ნუმერაცია და სამისამართე აბრების მონტაჟი განხორციელდება
თებერვალი 18,2022