თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისში ჩუღურეთის, სამგორის, გლდანის, ასევე დიდუბის, მთაწმინდისა და ისნის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩების, გასასვლელებისთვის, ჩიხებისა და სკვერებისთვის ახალი სახელების მინიჭების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.|
დეპუტატების მხარდაჭერით, თბილისში აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელები რამდენიმე უსახელო ქუჩას დაერქვა.
მათ შორის, დედაქალაქში მდებარე ორ უსახელო ქუჩას რევაზ ბებიას და ძმების -ვახტანგ და ამირან კაპანაძეების სახელები მიენიჭა.
გლდანის რაიონში, ა მ/რაიონში არსებულ უსახელო სკვერს კი, კობა და მათე ქირიებისა და გიორგი შუშანაშვილის სახელები ეწოდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საჯარო განხილვების შემდეგ უკვე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023