თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისში, სამგორის რაიონში სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდა იოთამ ზედგინიძის სახელის მინიჭებას, ისნის რაიონში ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ელენე ვირსალაძის პირველი გასასვლელის სახელის დარქმევას. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ნაძალადევის რაიონში ექიმების ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის პოეტის, ბელეტრისტის საფო მგელაძის, გლდანის რაიონში ომარ ხიზანიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მხატვრის კლარა კვეესის, მთაწმინდის რაიონში მეტროსადგურ შოთა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფარმაცევტის ევგენი ზემელის, ვაკის რაიონში თენგიზ აბულაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის დიპლომატის ლევან მიქელაძის, ხოლო ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩასთან მდებარე ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის სახელების მინიჭებას.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩასთან მდებარე ქუჩასა და ჩიხს თენგიზ აბულაძის სახელი 2003 წელს მიენიჭა, თუმცა, იმ დროს გამოცემულ სამართლებრივ აქტს ქუჩის მდებარეობის აღმნიშვნელი რუკები არ ახლდა, რის გამოც შესაბამისმა ორგანოებმა აქტის აღსრულების დროს შენობა-ნაგებობის ნუმერაცია ნ. ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული ქალაქგეგმარებითად ერთმანეთთან კავშირის არ მქონე რამდენიმე ქუჩაზე განახორციელეს, რამაც ერთგვარი გაურკვეველი სიტუაცია შექმნა.
აღნიშნული გარემოებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია თ. აბულაძის ოჯახის წევრებს მიეწოდათ, რომელთა აქტიური ჩართულობით ქუჩის სწორად დაგეგმარება განხორციელდა, ხოლო წარმოქმნილ ქუჩებს კი თენგიზ აბულაძისა და ლევან მიქელაძის სახელები დაერქვათ.
დღესვე სხდომაზე დადებითად შეფასდა საკითხი საბურთალოს რაიონში ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი შესახვევისა და ჩიხისთვის კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას სახელის მინიჭების თაობაზე.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სახელდების საკითხებს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ასევე ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული ქუჩების სახელდების ინიციატივით მიმართეს კომისიას.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024