თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის ქუჩებისა და სკვერების სახელდების საკითხებზე მსჯელეს და დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. კერძოდ, სხდომაზე დეპუტატებმა ისნის რაიონში მდებარე სპორტული მოედნისთვის მაიორის ჯუმბერ მჭედლიშვილის, დიდ ლილოში უსახელო ქუჩისთვის და პირველი გასასვლელისთვის მებრძოლის კონსტანტინე ანდრიაძის, სამგორის რაიონში ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთისთვის უფროსი ლეიტენანტის ბესო ბერიას და გლდანის რაიონში კასკადის ქუჩისთვის უფროსი სერჟანტის გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხს დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელის მინიჭების შესახებ.
მათივე გადაწყვეტილებით, დადებითად შეფასდა საკითხები საბურთალოს რაიონში პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე უსახელო ბაღისთვის მწერალი მიხეილ ჯავახიშვილის და ჩუღურეთის რაიონში, ზურაბ ქვლივიძის ქუჩის შესახვევისთვის პედაგოგისა და ჟურნალისტის ივანე როსტომაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024