თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომას, რომელსაც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეებს საჯარო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დღეს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა. მოვისმინეთ საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებები და დედაქალაქში რამდენიმე ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ასევე საზოგადო მოღვაწეების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სახელების დარქმევის თაობაზე ვიმსჯელეთ’’, -განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩისთვის აფხაზეთსის ომში დაღუპული მებრძოლების სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე, განხილვის შედეგად, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, რამდენიმე უსახელო ქუჩასა და შესახვევს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ექიმების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მწერლების სახელები დაერქვა.
მათ შორის, საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის სახელი მიენიჭა.
დღესვე სხდომაზე, ისნის რაიონში მდებარე კახეთის შესახვევს დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის სახელი ეწოდა, ხოლო ამავე რაიონში რამდენიმე ქუჩას ცნობილი ექიმების: გელა მუხაშავრიას, ძმები ყურაშვილებისა და ივან პრიბილის სახელები დაერქვა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელი ვაკის რაიონში უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ჯურხა ნადირაძის I შესახვევს და მიხეილ შავიშვილის ქუჩის მონაკვეთს ეწოდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023