თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
სხდომას, საკითხით დაინტერესებული პირები და იმ ადამიანთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რომელთა სახელებიც საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალქის რამდენიმე ქუჩას უნდა დაერქვას.
ნინო ვარდოსანიძემ დამსწრე საზოგადოებას საჯარო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა კომისიისთვის მნიშვნელოვანია.
დღევანდელ განხილვაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო წარდგენილი. მათ შორის, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მსახიობის, გურამ საღარაძის სახელი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე დავით სულიაშვილის ქუჩას დაერქმევა, ასევე კინომსახიობის, გოჩა აბაშიძის სახელი საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ჩიხს მიენიჭება, ხოლო რეჟისორის გურამ მელივას სახელი კი, ისნის რაიონში მდებარე არბოშიკის ქუჩას ეწოდება.
თბილისში, ისნის რაიონში, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს ლოტბარის თემურ ქევხიშვილის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევსა და მასთან არსებულ ორ ჩიხს მწერლის დემნა შენგელაიას სახელები დარქმევა.
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელი გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს დაერქმევა, ხოლო ასევე აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელი კი ამავე რაიონში მდებარე დემნა შენგელაიას ქუჩას ეწოდება. რაც შეეხება მწერალს დემნა შენგელაიას, მისი სახელი ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევსა და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭება.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, ნაძალადევის რაიონში მდებარე პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ჩიხსა და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელი დაერქმევა, ხოლო ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელი მიენიჭება.
ასევე ექიმის, უროლოგის, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის სახელი ისნის რაიონში, ძმები ყურაშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩის მონაკვეთს დაექმევა.
ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევს ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელი ეწოდება, ხოლო ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩას და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთს კი საზოგადო მოღვაწეების - ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელი დაერქმევა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023