თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, მერიის არქიტექტურის, კულტურისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიაზე ბიოლის ფონდთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. როგორც კომისისს თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ განმარტა, აღნიშნული მემორანდუმით საკრებულომ ვალდებულება აიღო, რომ თბილისის ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს მიენიჭოს პრიორიტეტი, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. საუბარია დაახლოებით 50 გამოჩენილ ქალზე, რომელთა აბრები ქუჩის დასაწყისში დაიდგმევა და მასზე დეტალურად იქნება აღწერილი იმ პიროვნების ისტორია, რომლის სახელსაც ატარებს ქუჩა.
ერთ-ერთი ვალდებულება, რომელსაც მემორანდუმი ითვალისწინებს, ბიოლის ფონდის მიერ პირველი 20 მემორიალური აბრის დამზადება/განთავსების ფინანსური უზრუნველყოფაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიოლის ფონდმა სხდომაზე მათ მიერ შერჩეული აბრის დიზაინი წარმოადგინა, რომელიც კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს.
ლია ჯახველაძემ სხდომიის მონაწილეებს საკონკურსო კომისიის წევრები გააცნო და აბრების დიზაინთან დაკავშირებით, მოწვეული სტუმრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოისმინა.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024