თბილისის საკრებულოში საქალაქო ჰერალდიკის პრინციპების, თბილისის მოქმედი გერბისა და დროშის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და მას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც თბილისის გერბისა და დროშის ჰერალდიკურ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის გზები იყო განმარტებული.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც დავით ჩხეიძემ და ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჰერალდიკაზე, ჰერალდიკის მნიშვნელობასა და იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის სიმბოლოები ჰერალდიკურ კანონებს. ეს იყო ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა. საკრებულო სამომავლოდ ამ თემაზე იმსჯელებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩვენი ქალაქისთვის ახალი სიმბოლოებია აუცილებელი, ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის საპატიო მოქალაქეები (მხატვრები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები), ასევე ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია ესწრებოდნენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023