თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და შესახვევისთვის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომისიის სხდომას მისი წევრების გარდა განსახილველი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
„უსახელო ქუჩებისთვის ყველაზე შესაფერისი, გეოგრაფიულად გამართული სახელები შევარჩიეთ,“- განაცხადა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
ამ ადგილებისთვის სახელების მინიჭების საკითხს თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ეტაპობრივად ქუჩების სისტემური ნუმერაცია და აბრების განთავსება დაიწყება.
კომისიის სხდომაზე ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საკრებულოს 2014 წლის განკარგულება დიდუბის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან მდებარე ჩიხისთვის შალვა გოგიძის სახელის მინიჭების თაობაზე. პროფესორ შალვა გოგიძის სახელი საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023