თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საჯარო განხილვები კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც საზოგადოების წარმომადგენლების და დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება ხდება.
საჯარო განხილვაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში ქუჩების, სკვერისა და ხიდის სახელდებას ეხება.
ისნის რაიონში მდებარე ქუჩას ცნობილი მეცნიერების სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების სახელი მიენიჭება. საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მწერლისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის სახელი დაერქმება, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში ქუჩებს ცნობილი ექიმების, აკადემიკოსების ეთერ ბოცვაძის, ირაკლი ციციშვილის და მარიამ გრიგალაშვილის სახელები ეწოდება. კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ძმების, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების სახელი დაერქმევა, გლდანის რაიონში, ე.წ. ავჭალის ხიდს კი გმირ ქართველ არტილერისტთა სახელი მიენიჭება.
საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, მსახიობის და მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი დაერქმევა. საბურთალოს რაიონშივე, ე.წ. ზურგოვანის საცხოვრებელ კომპლექსს ქართულ-ამერიკული უბნის სახელი ეწოდება. ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკვერს კი სიცოცხლის სახელი მიენიჭება.
თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, გლდანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი არქიტექტორის, გლდანის რაიონის დამგეგმარებლის თეიმურაზ ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭება.
სამგორის რაიონში, ორხევში მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის ვახტანგ ფანგანის სახელი ეწოდება.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023