თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილომა, საკრებულოს წევრებთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსის მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. თინათინ ნიბლოშვილმა მათ თაიგულები გადასცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში მოძრავი 500-ზე მეტი მუნიციპალური ავტობუსიდან 2 მათგანს ქალი მართავს.
,,ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს უამრავი მოქალაქის სიცოცხლე აბარია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ამ რთული, თუმცა საინტერესო პროფესიით’’, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თავის მხრივ, ავტობუსის მძღოლებმა საკრებულოს დეპუტატებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ყურადღება მათ პასუხისმგებლობას უორმაგებთ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024