თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საჯარო განხილვაზე დამსწრე დაინტერესებულ მოქალაქეებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე ქუჩის, შესახვევის და ჩიხის სახელდების საკითხი განიხილეს. კერძოდ, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭება პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ყადირ შერვაშიძის სახელი, ასევე კოჯორში მდებარე უსახელო ჩიხს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დის, ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელი ეწოდება. ტაბახმელაში არსებულ უსახელო ქუჩებსა და ჩიხებს იუნკერების არჯევან ანანიაშვილის და ბესარიონ კემულარიას სახელები მიენიჭებათ.
კომისიის წევრები სამგორის რაიონში, აფხაზეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ტამიშის სახელის მინიჭების შესახებ შეთანხმდნენ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებული პუნქტების სახელები მაქსიმალურად უნდა გაცოცხლდეს დედაქალაქში. კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს რამდენიმე ქუჩისთვის თემატური სახელების მინიჭების თაობაზე.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ახლად სახელდებულ ქუჩებზე სამისამართე აბრები გაზაფხულის ბოლოს გაჩნდება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023