ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, ვაკის პარკში, თბილისის მერიის მიერ გამართულ მასშტაბურ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.
კომისიამ თბილისის ქუჩების და უბნების ნახატების, ასევე მაკეტების გამოფენა სახელწოდებით „დახატე შენი ქუჩა“ წარმოადგინა. ნამუშევრები ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ არის შექმნილი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროექტი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა.
„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ძირითადი საქმიანობა გეოგრაფიული ობიექტების, მათ შორის ქუჩების სახელდება გახლავთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებთან ერთად საინტერესო დღე მოგვეწყო. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვთხოვეთ, რომ ბაგა-ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების მოსწავლეებს საკუთარი ქუჩები დაეხატათ. მოხდა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად იმუშავეს და არაჩვეულებრივი მაკეტები შექმნეს. მათგან ბევრი მაკეტის ფორმითაა აწყობილი, ბევრი კი ნახატია. ეს არის ბავშვების ხედვა, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ ქალაქს, ქუჩას, ბაღს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენაში თბილისის სხვადასხვა ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა. საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ ბავშვებს სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით სამახსოვრო საჩუქრები და წამახალისებელი სერთიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. გამოფენაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ შოუში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ.
კამპანიის „დახატე შენი ქუჩა“ მხარდამჭერები არიან : საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; სათამაშოების მაღაზიები ,,ჭიტა“, ,,პეპელა“, ,,სუპერი“, ,,ცეროდენა“; წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“; კომპანიები ,,ფუდმარტი“, ,,ტკბილი ქვეყანა“, ,,ზედაზენი“, ,,ნატახტარი“, ,,გურჯაანი“, ,,ბარამბო“, ,,სანტე“, ,,ზოოტოპია“; კინოთეატრები ,,კავეა“ - ,,ამირანი“;ბავშვთა გასართოობი ცენტრი ,,ლოსთი“ LOST.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024