თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ორგანიზებულ სემინარში თემაზე - „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესი“ მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ სემინარზე, რომელიც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამართა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ თუ როგორ უნდა დადგინდეს, შეიცვალოს ან შეთანხმდეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი და სხვა) ასევე მისი გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესი.
ამასთანვე, სემინარის მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმით აღნიშნული კანონის ძირითადი არსი და მიზნები გააცნეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, სიმბოლოების დამზადება, მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.
სემინარის დასრულების შემდეგ, ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის“ მე-10 ნომრის პრეზენტაცია გამართა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023