თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ბათუმში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ ბათუმის სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლიდან შეჩეული 20 წარჩინებული მოსწავლიდან სამი საუკეთესო გამოავლინა.
მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ლია ჯახველაძე ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მიწვევით ამავე ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიიწვიეს.