თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ნინო ლეჟავამ ვაკის რაიონში ლიზიკო (ელისაბედ) ქავთარაძის სახელობის ქუჩა გახსნეს.
ლიზიკო ქავთარაძე (1905-1988) დისიდენტი და მწერალი ქალი, რომელმაც 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის არაერთი გამოჩენილი ფიგურა აღზარდა, ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული.
აღნიშნული ქუჩის სახელდება 2014 წლის დეკემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გამოფრმებული მემომრანდუმის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც საჯარო სივრცეში ქალთა შესახებ მეხსიერების გაცოცხლებას ემსახურება.
ამ პოლიტიკის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ქუჩების სახელდების დროს პრიორიტეტს იმ ქალების სიას ანიჭებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა, ფაქტიურად დავიწყებულები არიან.
მემორანდუმის ხელმოწერიდან დღემდე, 25 ქუჩას ბიოლის ფონდის მიერ შემუშავებული სიიდან - „50 ქალი საქართველოდან“ გამოჩენილი ქალების სახელები დაექვა.
ქუჩის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, ლიზიკო ქავთარაძის ოჯახის წევრები, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023