თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, შესახვევისა და გასასვლელისთვის, ასევე სკვერისა და ხიდისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ვაკის რაიონში, იაკობ გოგებაშვილის I და II ჩიხს ნათია ბაშალეიშვილის სახელი მიენიჭება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკითხებს- მთაწმინდის რაიონში მდებარე ვერეს შესახვევისთვის სატივეს სახელის, ხოლო სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის კი თენგიზ ჩანტლაძის II შესახვევის დარქმევის თაობაზე.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, გიორგი გურჯიევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს იების სახელი დაერქმევა, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ვიქტორ კუპრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს კი ქართულ-ეზიდური მეგობრობის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები მოსახლეობასთან საჯარო განხილვის შემდეგ უკვე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023