თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა უსახელო ქუჩებისთვის, სკვერებისთვის და ჩიხებისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიამ განხილვის შედეგად დადებითი რეკომენდაცია მისცა თბილისში, ვაკის რაიონში სულიკო ხაბეიშვილის ქუჩის მონაკვეთისა და მასთან არსებული შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ირაკლი ციციშვილის, ხოლო ამავე რაიონში ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქუჩისთვის მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭებას.
ასევე დადებითად შეფასდა ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდის, ხოლო დაბა წყნეთში, ნიკო ლორთქიფანიძის ქუჩასთან არსებული ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწეების, ფიზიკოსების ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეების სახელის მინიჭების საკითხიც.
დეპუტატებმა ამავე სხდომაზე განიხილეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსს გიორგი ციციშვილის სახელის მინიჭების საკითხი, ასევე იმსჯელეს ამავე რაიონში გიორგი გეხტმანის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის გიორგი გეხტმანის სახელის მინიჭების თაობაზეც.
კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აკადემიკოს გოგოთურ აგლაძის სახელის და ამავე რაიონში უსახელო გასასვლელისთვის,ივერთუბნის დასახლებაში ზაქარია ჯორჯაძის სახელის მინიჭებას.
დეპუტატებმა ამავე სხდომაზე იმსჯელეს გლდანის რაიონში, ფარსმან II ქველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდის მარინა ტაბატაძის სახელის მინიჭების შესახებ. კომისიის წევრებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს უსახელო სკვერებისთვის და სპორტული მოედნებისთვის ახალი სახელების დარქმევასაც.
დადებითად შეფასდა საკითხები საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აშშ-ში დაღუპული კურსანტების იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის, ასევე საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას სახელის მინიჭების და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორ შალვა გოგიძის სახელის მინიჭების შესახებ.
სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის სხდომაზე განხილულ ყველა საკითხს კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველძე დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარმოუდგენს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023