თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ქუჩის მიმდებარედ, აფხაზეთის ომში დაღუპული მზვერავის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩის გახსნას დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ლია ჯახველაძემ აფხაზეთის ომში ბესიკ გეთიას საბრძოლო დამსახურებებზე, განსაკუთრებით კი 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში მის მიერ გამოჩენილ მამაცობაზე ისაუბრა.
ბესიკ გეთია სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს დაიღუპა.
ქუჩის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები და ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.