დღეს საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და ფუნიკულიორის კომპლექსის მხარდაჭერით, რესტორანმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარ წყვილებს უმასპინძლა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ადამიანები კი ის სოციალური ჯგუფია, რომლებსაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„თბილისის პანსიონატებში ცხოვრობენ ხანდაზმულები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ დღეს ორი ცოლ-ქმარი გავიცანით. ისინი ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები არიან. სასიამოვნოა, რომ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პანსიონატებში ოჯახები იქმნება. დღეს სახელმწიფო აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ადამიანებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, რათა ერთად მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც სიბერის არ შეგვეშინდება“-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
პირველი ოქტომბერი ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს მათი პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა, 2003 წლიდან კი ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023